საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. რამაზ სვანაძის გუნდი საგურამოშია დაბანაკებული და ისრაელთან გასამართი მატჩისთვის ემზადება. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში გამოდიოდა, სადაც მისი მეტოქეები ნიდერნალდები ბელგია და პორტუგალია იყვნენ, სვანაძის გუნდი კი ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა თანაც ისე, რომ არცერთი შეხვედრა არ წაუგია, უმცროსმა „ჯვაროსნებმა“ 5 ქულა მოიპოვეს. რაც შეეხება საქართველოს 21 წლამდე ნაკრების მეტოქე ისრაელს, მათ C ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, მათთან ერთად მა ჯგუფში ინგლისი გერმანია და ჩეხეთი იყვნენე. მატჩი დინამო არენაზე, 1 ივლისს 20:00 საათზე გაიმართება, შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.