სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე რაგბის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მეორე ტურში არგენტინის ნაკრები ანგარიშით 20:00 დაამარცხა.
მატჩის სტარტი საქართველოს ნაკრებისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, მეორე წუთზე მსაჯმა პეტრე ხუციშვილს ყვითელი ბარათი უჩვენა და ლადო კილასონიას გუნდი 10 წუთით მოედანზე კაცნაკლული დარჩა. თუმცა ყველაფერი მაშინვე შეიცვალა, როდესაც პეტრე მოედანს დაუბრუნდა. ქართველი მორაგბეები, მძიმე მეტეოროლოგიური პირობის გათვალისწინებით მაქსიმალურად ცდილობდნენ ბურთი მეტოქის ნახევარზე შეენარჩუნებინათ და დაცვაში ზონები მაქსიმალურად ჩაეკეტათ, რაც იდიალურად გამოუვიდათ. შეხვედრაში ანგარიშ მე-18 წუთზე გაიხსა, როდესაც ლუკა ხორბალაძემ არგენტინელთა გადაცემა ჩაჭრა, დაახლოებით 40 მეტრი ირბინა და ლელოც დადო, რომელიც ზუსტად პეტრე ხუციშვილმა გარდასახა. ლადო კილასონიას გუნდმა შეტევაში ზუსტად კიდევ ერთხელ 35-ე წუთზე ითამაშეს, როდესაც აუტი მოიგეს, მეტოქემ კი ქართული მოლის შეჩერება ვერ შეძლო, ბასა ხონელიძემ კი ლელო დადო, პეტრე ხუციშვილს არც ამ გარდასახვის შესრულება გაჭირვებია.
მეორე ტაიმში უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშეს და მეტოქეს ბურთი გაკონტროლების საშუელბას არ აძლევდნენ, ქართველები დაცვაში იდეალურად თამაშობდნენ და 1-2 მომენტის გარდა შეცდომა არ დაუშვიათ. მეორე ნახევრის საწყის 20 წუთში პეტრე ხუციშვილმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა სოლიდური გახდა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე კილასონიას გუნდს კიდევ ერთი ლელოს გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ არგენტინელებმა ბურთი გაჭედეს და მატჩიც დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 ქულით ბოლო ადგილზეა. მასთან ერთად ჯგუფში მყოფ იტალიას სამხრეთ აფრიკასა და იტალიას კი 5-5 ქულა აქვთ, რადგან ბონუს ქულა მოიპოვეს. საქართველო ბოლო ტურში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან აუცილებლად გავა.