ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს. ე.წ უშიშროების სამსახურის ცნობით, რუსთავში მცხოვრები ლაშა ბახტურიძე, რომელმაც ე.წ. საზღვარი 21 ივნისს დაარღვია, რეგიონიდან გააძევეს. ოკუპირებული ცხინვალში ამბობენ, რომ აღნიშნულმა პირმა, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა, ე.წ საზღვარი განზრახ დაარღვია.