სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატო-ს სპეციალურ წარმომადგენელს, ირენ ფელინს უმასპინძლა. მხარეებმა საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის საკითხები და დღემდე მიღწეული შედეგი. ირენ ფელინმა აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-სთვის ღირებული პარტნიორია.