ბლეიკ ედვარდსის „საუზმემ ტიფანისთან“, რომელმაც რომანტიკული კომედიის აბსოლუტურად ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, სწრაფად შეიძინა საკულტოს სტატუსი და ამერიკული კინოს კლასიკად იქცა.
მართალია, ფილმის პრემიერიდან 60 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ სადა, საოცრად ელეგანტური გარემო, რომლითაც გასული საუკუნის 60-იან წლების ნიუ-იორკი ხასიათდებოდა და ოდრი ჰეპბერნის დახვეწილი სტილი, გონებამახვილური დიალოგები და ავტორების მიერ განხილული თემები დღემდე არ კარგავენ აქტუალურობას.
აღსანიშნავია, რომ ტრუმენ კაპოტეს რომანის საკვანძო მომენტების, მათ შორის ფინალის შეცვლით, ედვარდსმა არა რიგითი ეკრანიზაცია, არამედ დამოუკიდებელი კინონაწარმოები შექმნა, რომელმაც ჰეპბერნს „ოსკარის“ მორიგი ნომინაცია, კომპოზიციას Moon River კი, პოპულარობა მოუტანა და დიდი ხნით აქცია ჰიტად.