უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს წარმატებები აქვთ ქვეყნის სამხრეთით და აღმოსავლეთით. ბერდიანსკის მიმართულებით უკრაინულმა დანაყოფებმა 1 300 მეტრით წინსვლა შეძლეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა მოიპოვეს ოპერატიული ინიციატივა ფრონტის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე. ანა მალიარის თქმით, მოწინააღმდეგე ცდილობს დაკავებული პიზიციების შენარჩუნებას და კონტრიერიშებს ახორციელებს, თუმცა თანდათან უკან იხევს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ახლად დაბრუნებულ ტერიტორიებზე პოზიციების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, რუს სამხედროების კი სერიოზული დანაკარგები აქვთ.