ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით. ქართული დრონების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება იქნება შესაძლებელი. ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა ე.წ. საზღვრის დაცვის განხორციელებისას იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენების პროცედურაში ცვლილებები შეიტანა. დოკუმენტის თანახმად, „უშიშროების ძალებს“ შეეძლებათ „საზღვრის დარღვევის მცდელობის აღსაკვეთად“ გამოიყენონ იარაღი უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ.