დედაქალაქში არსებული გაუმართავი და საშიში ლიფტების პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩება. თბილისში არსებულმა ამორტიზებულმა ლიფტებმა არაერთი ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა. დედაქალაქის მოსახლეობა და თბილისის მერია ურთიერთბრალდების რეჟიმში არიან და მთავარი კითხვა, რეალურად ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.