საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეები ამბობენ, რომ თავიანთ ქვეყანას პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ტოვებენ. რუსი იმიგრანტების მიერ ქვეყნის დატოვების მიზეზები კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა შეისწავლა და კვლევის პრეზენტაცია გამართა. გამოკითხული რუსების 29% ამბობს რომ სამშობლო სამხედრო მობილიზაციის გამო დატოვა, 28%-მა კი საქართველო უსაფრთხოებიდან გამომდინარე აირჩია. გამოკითხულთა 66% საკუთარი ქვეყნის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს, 97% კი რუსეთის მთავრობას არ ენდობა და უარყოფითად აფასებს პუტინის პოლიტიკას. ამავე კვლევიდან ირკვევა, რომ გამოკითხული რუსი იმიგრანტების 55% არ ენდობა საქართველოს მთავრობას, 74%-ს კი სალომე ზურაბიშვილის საქმიანობა მოსწონს.