ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება ბოლო დროს საქართველოში გადადგმულ ნაბიჯებს, მაგრამ, მისივე თქმით, სანახავი იქნება ევროკომისიის მოხსენება ზაფხულის ბოლოს. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ბრიუსელში ევროგაერთიანების ლიდერთა სამიტის დაწყების წინ მედიასთან განაცხადა. შარლ მიშელის განმარტებით, რეკომენდაციების შესრულება იქნება საკვანძო იმისთვის, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით წლის ბოლოს გადაწყვეტილება მიიღოს.