საქართველოს პრემიერ-მინისტრს პარლამენტში ხვალ მოუსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატებს ერთი წლის ანგარიში უნდა წარუდგინოს. ოპოზიცია კრიტიკულ კითხვებზე, მმართველი გუნდი კი ოპონენტების მხრიდან საბოტაჟისა და პროვოკაციის მცდელობაზე საუბრობს. წლიური ანგარიშის წარდგენის პარალელურად დაანონსებულია აქციაც - რა კითხვები გაჟღერდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოსმენაზე და რა მოლოდინები აქვს აღნიშნულ საკითხზე “ქართულ ოცნებას”