უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები მელიტოპოლის, ბერდიანსკის და ბახმუტის მიმართულებებზე აგრძელებს შეტევით ოპერაციას. მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებებით სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს და ქვეყნის თითოეული მეტრის დაბრუნება დიდი ძალისხმევის მეშვეობით ხერხდება.
მალიარმა ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ახლად დაბრუნებულ ტერიტორიებზე პოზიციების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს, რუს სამხედროების კი სერიოზული დანაკარგები აქვთ.