ომი უკრაინაში, ჩინეთის გავლენა მსოფლიოზე და მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები - ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბებიან. როგორც მედია წერს, ევროკავშირის საბჭოს ორდღიანი შეხვედრა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე, რუსული გაყინული აქტივების კონფისკაციაზე, ჩინეთის მხრიდან შექმნილ ეკონომიკურ საფრთხეებსა და სერბეთ-კოსოვოს დაძაბულობაზე იქნება ფოკუსირებული.
ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ ახალ, 50 მილიარდი ევროს წინადადებას კიევის გრძელვადიანი ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტს, რომელიც კვლავ დაბლოკილია უნგრეთის მიერ, გაფართოების პროცესში მიღწეულ პროგრესს და უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიების უზრუნველყოფის შესაძლებლობას.