30 ივნისს პარლამენტში საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ. მან დეპუტატებს გასული წლის ანგარიში უნდა წარუდგინოს. ოპოზიცია კრიტიკულ კითხვებზე საუბრობს, მმართველი გუნდი ოპონენტების მხრიდან საბოტაჟისა და პროვოკაციის მცდელობაზე ამახვილებს ყურადღებას.