"საქართველო ირჩევს რუსეთს და საკუთარ მომავალს" - ამ სათაურით სტატიას რუსული პროპაგანდისტული გამოცემა "რია ნოვოსტი" აქვეყნებს. სტატიაში მიმოხილულია რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტისა და ზოგადად ტვირთბრუნვის გაზრდილი მონაცემები, ასევე სატრანსპორტო პერსპექტივები. ნათქვამია, რომ საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომლის ხელისუფლებაც არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, მმართველი პარტია შორსმჭვრეტელი აღმოჩნდა და არ აჰყვა პრეზიდენტის რუსოფობიას.