ლონდონის არსენალმა კაი ჰავერტცთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა. "მეთოფეთა" ოფიციალური საიტის ცნობით, 24 წლის თავდამსხმელთან ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
ლონდონის არსენალმა ჩელსის გერმანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, ბონუსების ჩათვლთ, 75 მილიონი ევრო გადაუხადა. ჰავერტცი ახალი კლუბის ღირსებას 29-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
ცნობილია, რომ გერმანიის ნაკრების თავდამსხმელის თავის გუნდში ხილვა ძალიან სურდა არსენალის მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას და კლუბმა ტრანსფერი უმოკლეს დროში განახორციელა.
შეიძლება ითქვას, რომ ეს "მეთოფეთა" ისტორიაში მეორე უძვირფასესი ტრანსფერია. უფრო მეტი არსენალმა ნიკოლა პეპეს შეძენაში დახარჯა - 2019 წელს ლონდონელებმა კოტდივუარელში ლილს 79 მილიონი ევრო გადაუხადეს.
კაი ჰავერტცი ჩელსიში 2020 წლის სექტემბერში, ლევერკუზენის ბაიერიდან გადავიდა და გუნდის მაისურით ჩატარებულ 139 მატჩში 23 გოლი და 15 საგოლე პასი მითვალა. მხარეებს შორის ხელშეკრულებას ვადა 2025 წლის ზაფხულში გასდიოდა. "ლურჯების" შემადგენლობაში კაიმ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.