"დასახოცთა სია" ამერიკელი მწერლის და ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების ყოფილი ოფიცრის ჯეკ კარის ნოველაა. წიგნი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2018 წელს გამოიცა და მალევე მოექცა ნიუ იორკ თაიმსის ბესთ სელერების სიის სათავეში , რამაც ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა.წიგნში განვითარებული მოვლენები ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების ელიტური სპეც რაზმის “ზღვის ლომების“ წევრის ამბავს. ლეიტენატ ჯეიმს რისის რაზმს კონფლიქტის ზონაში ერთ-ერთი მისიის დროს მოულოდნელი თავდასხმის შედეგან სრულად გაანადგურებენ . ჯეიმსი ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ იძულებულია სამშობლოში დაბრუნდეს , თუმცა მისთვის ყველაფერი ამით არ სრულდება , შინ დაბრუნებულს მისთვის უძვირფასესი ადამიანებიც დახოცილი ხვდება რაც ლეიტენანტს არწმუნებს იმაში , რომ ეს ყოველივე შეთქმულების ნაწილია , ამ შეთქმულების კვალი კი მთავრობის უმაღლეს ეშელონებამდე მიდის.
უოჯახოდ და უსამსახუროდ დარჩენილ რისს სხვა არაფერი დარჩენია გარდა იმისა , რომ წლების განმავლობაში მიღებულ საბრძოლო გამოცდილებას თავი მოუყაროს და გამოიყენოს ოჯახის, თანამებრძოლების მკვლელებზე შურის საძიებლად , გამოააშკარაოს შეთქმულებაში მონაწილე პირები და ნათელი მოჰფინოს მოვლენებს , რომელმაც მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია.ჯეკ კარი ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტს 1996 წელს შეუერთდა. მან 20 წელზე მეტი გაატარა სამხედრო საზღვაო ძალების სარდლობაში, თავდაპირველად 6 წელიწადნახევარი მსახურობდა, როგორც სამხედრო საზღვაო ძალების სნაიპერი. შემდეგ იგი დაინიშნა უმცროს ოფიცრად, მას შემდეგ რაც ოფიცერთა შერჩევის სკოლა გაიარა. მისი ,როგორც ოფიცრის პირველი მისია სპარსეთის ყურეში 2001 წლის 11 სექტემბერს შედგა, რომლის მიზანიც იყო გაეროს მიერ ბაასისტური ერაყის წინააღმდეგ დაწესებული ნავთობის ემბარგოს აღსრულებითი ღონისძიებების გატარება. შემდეგ ის ხელმძღვანელობდა შემტევ და სნაიპერთა ჯგუფებს ერაყსა და ავღანეთში, მოგვიანებით ის ოცეულის მეთაური გახდა და ატარებდა აჯანყებულთა წინააღმდეგ ოპერაციებს სამხრეთ ფილიპინებში. მის სამხედრო მისიებს დაემატა ასევე სპეციალური ოპერაციების ძალების განყოფილების ხელმძღვანელობა ერაყში, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო ძალების შეყვანის დროს.
ჯეკ კარიმ მას შემდეგ რაც საზღვაო ძალებში სამსახურს თავი გაანება , სრულად მიჰყო ხელი მწერლობას , რაშიც მას მდიდარი საომარი გამოცდილება დაეხმარა. ავტორმა ჯამში 2018 წლიდან 2023 წლამდე „დასახოცთა სიის“ სერიის 6 წიგნი გამოსცა , რომლის მიხედვითაც პრაიმ ვიდეომ 2022 წელს ტელესერიალი გადაიღო უცვლელი სახელწოდებით, რომელშიც მთავარ როლს ამერიკელი მსახიობი , კრის პრეტი ასრულებს. წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2023 წელს და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე palitral.ge