აშშ-ის სანაპირო დაცვამ ჩაძირული წყალქვეშა ნავის, "ტიტანის" ნამსხვრევებში, სავარაუდოდ, ადამიანის ნაშთი აღმოაჩინა. სანაპირო დაცვის ინფორმაციით, სავარაუდო ნაშთს ამერიკელი მედიკოსები ოფიციალურ ანალიზს ჩაუტარებენ. უწყება კატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე მიმდინარე გამოძიებას საწყის ეტაპზეა.
სანაპირო დაცვის საზღვაო საგამოძიებო საბჭოს ხელმძღვანელის, კაპიტან ჯეისონ ნოიბაუერის განცხადებით, ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი იმ ფაქტორების დასადგენად, რამაც „ტიტანის“ კატასტროფული დაკარგვა გამოიწვია.
წყალქვეშა ნავი „ტიტანი“, რომელსაც „ტიტანიკის“ ნამსხვრევების მოსანახულებლად 5 მგზავრი გადაჰყავდა, ატლანტიკის ოკეანეში 18 ივნისს გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაუჩინარებული ნავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს და ცნობილი გახდა, რომ კატასტროფის მიზეზი აფეთქება გახდა. ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა.