გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარასა და კახეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ლენტური ტიპის სახერხი საამქროები გამოვლენილია შუახევის, ხულოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში.
კახეთში არსებული უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე დაილუქა სხვადასხვა სახეობის 65 ერთეული დაუფირნიშებელი მორი. სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.