რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრის დახურვისა და რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტის მოთხოვნით, პარლამენტთან აქცია გაიმართა.
აქციის ორგანიზატორი მოძრაობა “გამოვა” იყო. მათი შეფასებით, ოკუპანტ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მათ შორის, ე.წ პრიგოჟინის ამბოხის ჩათვლით, ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების “მასობრივ შემოდინებაზე” დროული რეაგირება უნდა მოახდინოს.
სამოქალაქო აქტივისტების მტკიცებით, ღია კარის პოლიტიკა დამპყრობელი ქვეყნის მიმართ მიუღებელია და ქართულმა ოცნებამ ამ პოლიტიკას შეცვლაზე უნდა იფიქროს