როგორ შევქმნათ საიმონ სინეკის “ნდობაზე დაფუძნებული გუნდი“ - თემაზე "ანტრეპრენერ Georgia"-მ და "ლეო ინსტიტუტმა" ლიდერებისთვის ერთდღიანი ინსპირაციული ვორქშოპი გამართეს
ღონისძიების მიზანი საიმონ სინეკის მსოფლიო ბესტსელერის, "უსასრულო თამაშის" იდეის პრაქტიკაში გადმოტანაა, რომელიც "ლურჯმა ოკეანემ" ცოტა ხსნის წინ ქართულ ენაზე გამოსცა.
წიგნის მე-7 თავში სინეკი Shell URSA-ის ლიდერ რიკ ფოქსისა და მისი გუნდის მიერ მიღწეულ შედეგებზე წერს და ამ ისტორიას ნდობაზე დაფუძნებული გუნდის ჩამოყალიბების საილუსტრაციოდ იყენებს. ღონისძიების სპიკერმა სამი კოენმა ნდობაზე დაფუძნებული გუნდის შექმნის პროცესსა და ლიდერის როლზე ისაუბრა.