ქართველი ხელოვანების საინიციატივო ჯგუფი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძეს, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს და პარლამენტის დანარჩენ წევრებს მიმართავს, კულტურის კომიტეტის სხდომაზე მათთან და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან საჯარო შეხვედრა უზრუნველყოს. საინიციატივო ჯგუფი კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ სფეროში გატარებული პოლიტიკის შედეგად შექმნილ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ საკითხებზე პარლამენტისა და უფლებადამცველთა რეაგირებაა საჭირო. თემაზე დღეს განცხადებები გაკეთდა პარლამენტშიც