დასავლეთის მიერ რუსეთის მისამართით დაწესებული სანქციების უმაღლესი კოორდინატორების ვიზიტი სრულდება. მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და დიდი ბრიტანეთის სპეციალურმა წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს. დევიდ ო'სალივანის , ჯეიმს ო'ბრაიენისა და კუმარ აიერის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად შექმნა სისტემა, რითიც საზღვარზე სანქცირებული პროდუქტის შესვლა კონტროლდება. მათი განმარტებით, რუსეთი ეცდება თავისუფალი სივრცის პოვნას, რის გამოც აუცილებლია პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაცია და რისკების განსაზღვრა.