სასაზღვრო პოლიცია „მი-8“ ტიპის ვერტმფრენის ავარიულ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მფრინავებმა მოახერხეს ვერტმფრენის სტაბილიზება და ბაზაზე მშვიდობიანად დაშვება. ინციდენტის მიზეზი ქარის სწრაფი და დაღმავალი მასების უეცარი გადაადგილება გახდა.