აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკელ ჟურნალისტ ელიზაბეთ ჯინ კეროლს ცილისწამებისთვის უჩივის.
ტრამპი აცხადებს, რომ ელიზაბეთ ჯინ კეროლმა მას გაუპატიურებაში ცილი დასწამა.
მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში კეროლის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში საუბარია ჟურნალისტის მიერ CNN-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე მას შემდეგ, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა მაისში დაადგინეს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ელიზაბეთ ჯინ კეროლს სექსუალური სახის შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა ის არ გაუუპატიურებია.
დონალდ ტრამპი ითხოვს, ელიზაბეთ ჯინ კეროლმა უარყოს თავისი სიტყვები, ასევე ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციას ითხოვს, რომლის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.