პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში ასარჩევად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები ჩააგდო. მხარდაჭერა ვერც გიორგი ბაქრაძემ და ვერც დიმიტრი ჯაფარიძემ მიიღო. ბაქრაძის კანდიდატურის მომხრე მხოლოდ 5 დეპუტატი იყო. ხუთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი დიმიტრი ჯაფარიძესაც. დეპუტატები დღეს ასევე გამოეხმაურნენ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს.