დასავლეთის მიერ რუსეთის მისამართით დაწესებული სანქციების უმაღლესი კოორდინატორების ვიზიტი სრულდება. ევროკავშირის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და დიდი ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენლები მმართველი გუნდის ლიდერებს უკვე შეხვდნენ. მათ შორის, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიცე-პრემიერსა და ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს. მხარეების მხრიდან განხილვის მთავარი საკითხი იყო როგორ კონტროლდება საქართველოს საზღვარზე სანქცირებული ტვირთი. არის თუ არა ქვეყანაში ე.წ. "შავი ხვრელი", -_ ჯერჯერობით უცნობია დასავლელი პარტნიორების საბოლოო დასკვნა.