საპატრიარქო არის თავისუფლების მთავარი მტერი და რუსული GRU-ს რეზიდენტურა საქართველოში, რომელიც დღეს სრულად შეზრდილია რუსულ ხელისუფლებასთან და კრიმინალურ სამყაროსთან - ზურა ჯაფარიძე - Palitra News

საპატრიარქო არის თავისუფლების მთავარი მტერი და რუსული GRU-ს რეზიდენტურა საქართველოში, რომელიც დღეს სრულად შეზრდილია რუსულ ხელისუფლებასთან და კრიმინალურ სამყაროსთან - ზურა ჯაფარიძე

2023-06-28 14:58:48+04:00

"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის წევრი ნიკა მოსიაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

ამასთან დაკავშირებით პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა.

მე ვარ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ვაკელი კაცი, 3 შვილის მამა. გუშინწინ, გუშინ, დღეს, ხვალ ვარ და ვიქნები საქართველოში, ხან იქ, ხან აქ. ვთვლიდი და ვთვლი რომ საქართველოს საპატრიარქო არის თავისუფლების მთავარი მტერი და რუსული GRU-ს რეზიდენტურა საქართველოში, რომელიც დღეს სრულად შეზრდილია რუსულ ხელისუფლებასთან და კრიმინალურ სამყაროსთან. არსად გაქცევას არ ვაპირებ. არსად დამალვას არ ვაპირებ. არც გაჩუმებას ვაპირებ და არც დაცვის აყვანას. ქართული ოცნება / Georgian Dream თქვენი შეშინებულის დედას შევე&ი, სუს-ს და პოლიციას ამოფარებულო &ლეებო