ავიაკომპანია RYANAIR აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მინიმუმ 50%-ით გაფართოებას გეგმავს. ავიაკომპანიის რეგიონული მენეჯერის განცხადებით, ჩანს რომ Ryanair-ი ნაკლებად განვითარებულ ბაზარზე დომინირებს - იმ ბაზრებზე, რომლიც კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომაპანიის Wizz Air-ის სამიზნეა.
კომპანიამ oeing-ს უკვე შეუკვეთა 300-მდე თვითმფრინავი და ცდილობს COVID-19 პანდემიის შემდეგ საჰაერო მიმოსვლის აღდგენითა და მზარდი მოთხოვნით ისარგებლოს. კომპანია განსაკუთრებულ მოთხოვნას ახალ მარშრუტებზე - აღმოსავლეთ ევროპაში ხედავს.
კომპანია მიზნად ისახავს დომინანტური პოზიცია დაიკავოს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუმინეთი, ბულგარეთი და უნგრეთი.