მაისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7%-ით გაიზარდა. Pmcg-ის კვლევის მიხედვით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 599 ლარამდე თვიურ ხელფასს იღებდბენ, 18.4%-ს შეადგენდა და გასული წლის ანალოგიურ პერიოდს რომ შევადაროთ, 5.9 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
ხოლო იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ, 21.3%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7 პროცენტით მეტია. იმ ადამიანების რაოდენობა კი, რომლებიც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ, 35%-ით გაიზარდა.