ფრანგული მედიის ინფორმაციით, პარიზის გარეუბანში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების დროს 20 ადამიანი დააკავეს.
პარიზის გარეუბანში, ნანტერში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გუშინ, დილით პოლიციის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად 17 წლის მოზარდი დაიღუპა. მოზარდმა, სავარაუდოდ, პოლიციის მოწოდების მიუხედავად, მანქანის გაჩერებაზე უარი თქვა.
მედიის ცნობით, ტრაგიკულმა შემთხვევამ ნანტერში აღშფოთება გამოიწვია, რის შედეგადაც დასახლებაში არეულობა დაიწყო. ფრანგი პოლიციელი მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავეს.
ადგილობრივმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ოფიცერმა ესროლა ბიჭს და ის ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.