ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. გენშტაბის ცნოით, რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი საჰაერო დარტყმა განახორციელეს ირანული Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.
გასულ 24 საათში ოკუპანტებმა, უკრაინის ტერიტორიაზე 24 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან 42 დარტყმა განახორციელეს.
გენშტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიდია მტრის დანაკარგებიც.
უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 18 დარტყმა რუსული ძალების პერსონალის თავმოყრის ტერიტორიებს, 6 კი - საზენიტო სარაკეტო სისტემას მიაყენა. უკრაინელებმა რუსების კუთვნილი 6 სადაზვერვო დრონიც გაანადგურეს.