დღეს პარლამენტმა "ჯანდაცვის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს კენჭი მეორე მოსმენით უნდა უყაროს. საუბარია რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გაზრდაზე - შედეგად, სააგენტო შეძლებს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესამოწმებლად ნებისმიერ დროს შევიდეს, გამოიყენოს საჯარიმო ქვითარი და ობიექტს საქმიანობის უფლება შეუჩეროს. დღევანდელ სესიაზე საავტორო უფლებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებაც იგეგმება.
ცვლილებები მიზნად ისახავს საქართველოში საავტორო უფლებების მართვის სისტემის განვითარებას .