არასამთავრებო ორგანიზაციების ნაწილი ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესს აფასებს. ღია საზოგადოების ფონდის ლიდერობით, 8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოამზადა რიგით მეოთხე შეფასების დოკუმენტი - სტატუსმეტრი, რომლის მიხედვითაც 12 რეკომენდაციიდან ამ ეტაპზე სრულად შესრულებულია მხოლოდ ერთი პუნქტი, ორი მეტწილად, ხუთი კი ნაწილობრივ.
მესამე სექტორის განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოების შეფასებები დიდწილად თანხვედრაშია ევროკავშირის მიერ 2023 წლის 22 ივნისს წარმოდგენილ შეფასებებთან.
პრეზენტაციას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, პოლიტიკური ჯგუფების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებიან.