ასტრონომებმა კოსმოსში ტელესკოპ „ჯეიმს ვების“ მეშვეობით სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესი მოლეკულა პირველად აღმოაჩინეს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ეს მეთილ-კატიონია (CH3+), რომელიც ნახშირბადის საფუძველზე უფრო რთული მოლეკულების წარმოქმნას უწყობს ხელს. სპეციალისტებმა CH3+ ახალგაზრდა ვარსკვლავურ სისტემაში აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენგან 1350 სინათლის წელიწადის მანძილზე, ორიონის ნისლეულში მდებარეობს.
ნახშირბადის ნაერთები ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის ყველა ფორმის საფუძველია, შესაბამისად, განსაკუთრებით საინტერესოა მეცნიერებისთვის, რომლებიც მუშაობენ იმის გასაგებად, თუ როგორ განვითარდა სიცოცხლე დედამიწაზე და როგორ შეიძლება წარმოიქმნას ის ჩვენის სამყაროს საზღვრებს გარეთ. „ჯეიმს ვები“ მათთვის ამ სფეროში შესაძლებლობების ახალ ჰორიზონტს ხსნის.
ცოტა ხნის წინ ასტრონომებმა „ჯეიმს ვების“ მეშვეობით ადამიანისთვის ცნობილი ყველაზე შორეული ორგანული მოლეკულები აღმოაჩინეს.