"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ოფისების გახსნას აგრძელებს. გარდაბანში, სოფელ ქესალოში გაიხსნა ახალი ოფისი, რომელიც პარტიის თავმჯდომარე- ლევან ხაბეიშვილმა, რეგიონალურ მდივანთან გიორგი ბოტკოველთან ერთად გახსნა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია გააგრძელებს ოფისების გახსნას სხვადასხვა ქალაქებში, სოფლებში და რაიონებში, ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და მოსახლეობასთან შეხვედრებს.