CNN-ის მიერ მოპოვებული აუდიოჩანაწერი საიდუმლო ინფორმაციასთან არასათანადოდ მოპყრობის შესახებ ექს-პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საუბრის ახალ დეტალებს შეიცავს. რაც ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს. გამოცემის ცნობით, საუბარში დონალდ ტრამპი თითქოს მიუთითებს იმაზე, რომ მის ხელთ არის პენტაგონის დოკუმენტი, რომელიც ირანზე თავდასხმასთან არის დაკავშირებული. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრიდან ირკვევა, რომ აშშ-ის ექს-პრეზიდენტი საიდუმლო დოკუმენტაციის გამჟღავნების სათანადო პროცედურებს აცნობიერებდა. ჯერ ჯერობთ უცნობია აღიძრება თუ არა საქმე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ.