სანქციების განხორციელების საკითხებში ევროკავშირის, აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილსა და ვიცე პრემიერ ლევან დავითაშვილს უკვე შეხვდნენ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან მიმართებაში საქართველოს მუდმივ კოორდინაციაზე ევროკავშირთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ასევე ხაზი გაესვა სანქციებისთვის თავის არიდების პრევენციის მიზნით საქართველოს შესაბამისი სამსახურების ეფექტურ მუშაობასაც. დევიდ ო’სალივანის , ჯეიმს ობრა იების და კუმარ იერსის შეხვედრებს პოლიტიკურ სპექტრში შეფასებებიც მოჰყვა. რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან.