თბილისის მერია ღვიძლის გადანერგვის საჭიროების მქონე პირებისთვის ტრანსპლანტაციას სრულად, 120 ათასი ლარით დააფინანსებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივით თბილისის მერია უერთდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, 100%-ით დაფინანსდება.
თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან შევა ძალაში.