საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" კანონში ცვლილებებზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად იმსჯელეს.
კანონპროექტი დეპუტატებსა და სხდომაზე მოწვეულ კულტურის სფეროს წარომადგენლებს პარლამენტის წევრმა, ბაია კვიციანმა წარუდგინა. მომხსენებლის განცხადებით, ახალი კანონმდებლობა ხელს შეუწყობს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე სრულფასოვან მართვას და აღადგენს მომხმარებელთა და უფლების მფლობელთა ნდობას სისტემის მიმართ.
აღნიშნული თემის განხილვას დაპირისპირება მოჰყვა სხდომათა დარბაზში. ოპოზიცია რუსული გავლენების გაზრდის ალბათობაზე საუბრობს.