ოფიციალური ვაშინტონი „ღრმად შეშფოთებულია“ იმ ფაქტით, რომ ისრაელის ხელისუფლება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროში ახალი დასახლებების შექმნას გეგმავს. თეთრი სახლის პრეს-სპიკერის განცხადებით, ისრაელის გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებს, რასაც აშშ-ის ხელისუფლება არ მიესალმება.
BBC-ის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელი ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს რამდენიმე დასახლებაში დამატებით 5 700 ახალ სახლს ააშენებს. ბოლო 6 თვის განმავლობაში ისრაელმა დასავლეთ სანაპიროში 13 000-ზე მეტი შენობა ააშენა.
პალესტინის ტერიტორიაზე ახალი დასახლებების შექმნა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.