ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ბელარუსში, მაჩულიშის სამხედრო აეროდრომზე ჩაფრინდა. ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, პრიგოჟინის თვითმფრინავი, სარეგისტრაციო ნომერი RA-02795 მინსკთან ახლოს მაჩულიშის სამხედრო აეროდრომზე ადგილობრივი დროით 07:40 საათზე დაეშვა.
ამასთან, რამდენიმე წუთის შემდეგ, აეროდრომზე რუსეთიდან მეორე თვითმფრინავიც ჩაფრინდა.
26 ივნისს პრიგოჟინმა აჯანყების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მოსკოვის მიმართულებით დაწყებული კამპანიის მიზეზი „ვაგნერის“ დაშლის გეგმები იყო. ვაგნერის დანაყოფებმა ერთ დღეში 780 კილომეტრი გაიარეს. პრიგოჟინის მტკიცებით, მას სურდა თავიდან აეცილებინა სისხლისღვრა რუსეთში და ასევე, მსვლელობას უწოდა საპროტესტო დემონსტრაცია და არა ქვეყანაში ხელისუფლების დამხობის მცდელობა.