სელმა ჰაიეკი თავისი შესანიშნავი იუმორით უკვე დიდი ხანია, ცნობილია და ფაქტობრივად, არ არსებობს უხერხული სიტუაცია, მსახიობმა სხარტი, სახალისო წინადადებით რომ არ განმუხტოს.
The Late Late Show-ის ერთ-ერთ ეპიზოდში წამყვანმა მსახიობს სთხოვა, თავისი ბავშვობის მეტსახელები გაეხსენებინა. როგორც აღმოჩნდა, სელმას, ამ კუთხით, გასახსენებელი ჰქონდა. მან თქვა, რომ კლასში ყველაზე პატარა იყო, ასაკითაც და ფიზიკურადაც და როდესაც მის თანაკლასელ გოგონებს გარდატეხის ასაკი და სხეულის ფორმების ცვლილებები დაეწყოთ, სელმა ისევ ისე გამხდარი და პატარა იყო, როგორც იქამდე.
სელმამ გაიხსენა, რომ მისმა კლასელმა ბიჭებმა დაცინვის შანსი ხელიდან არ გაუშვეს და მას ზედმეტსახელად la nadadora შეარქვეს. სიტყვა nada "არაფერს" ნიშნავს, ამით კი ბიჭები მიანიშნებდნენ, რომ სელმას მკერდი და ქალური ფორმები არ ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ბულინგზე წლების წინ ნერვიულობდა, ახლა ამ ამბავზე ხუმრობს, აქვე ისიც აღსანიშნავია რომ ახლა სელმა საოცრად გამოიყურება და შესანიშნავი ქალური ფორმები აქვს.