ვიქტორ ოსიმენი 2023 წლის საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად დასახელდა. ნიგერიელმა თავდამსხმელმა ემოციები ვერ შეიკავა და განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ოსიმენმა სკუდეტოს მოგებაში უდიდესი როლი ითამაშა. სერია ა-ში, ნიგერიელმა 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 26 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ყველა ტურნირზე ერთად კი ვიქტორმა 39 ჩატარებულ შეხვედრაში, 31 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ცნობისთვის, ოსიმენი სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.