„მუსიკის მსოფლიო დღეს“ კატანიაში, ტეატრო მასიმო ბელინის სცენაზე პირველად ისტორიაში ქართული ოპერა, ზაქარია ფალიაშვილის „დაისი“ იტალიურ ენაზე შესრულდება. დადგმაში მონაწილეობას ტეატრო მასიმო ბელინის გუნდი, ორკესტრი და საერთაშორისო აღიარების მქონე იტალიელი მომღერლები მიიღებენ. მათთან ერთად ქართველი ბანი გიორგი ანდღულაძე იმღერებს.
„მუსიკის საერთაშორისო დღე“ ყოველწლიურად, 21 ივნისს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება.