აშშ-ის დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლებმა „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის გეგმების შესახებ ძალიან დეტალური და ზუსტი ინფორმაციის შეგროვება შეძლეს, მათ შორის იცოდნენ ისიც, თუ სად და როგორ აპირებდა „ვაგნერი“ წინსვლას, - ინფორმაციას CNN-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ინფორმაცია ნატო-ს მხოლოდ რამდენიმე მოკავშირეს, მათ შორის ბრიტანელ მაღალჩინოსნებს გაუზიარა.
ამასთან, შეერთებულ შტატებში დაზუსტებით არ იცოდნენ, როდის იმოქმედებდა პრიგოჟინი.
გარდა ამისა, CNN-ის ცნობით, ინფორმაცია იმდენად საიდუმლო იყო, რომ შეერთებულ შტატებში ის გაანდეს მხოლოდ ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს, ისევე როგორც კონგრესის რვა წევრს, რომლებსაც ყველაზე მგრძნობიარე დაზვერვის საკითხებზე აქვთ წვდომა.