"საარჩევნო კოდექსის" ცვლილებებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ვეტოს შესახებ ოპოზიციაში საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტები პრეზიდენტის ამ გადაწყვეტიელბას მისაღებსა და სამართლიანს უწოდებენ. ამავე დროს, ისინი დარწმუნებული არიან, რომ “ქართული ოცნება” ვეტოს უახლოეს მომავალში დაძლევს. ოპოზიციის შეფასებით, ცესკოზე კონტროლის დამყარებით, მმართველ გუნდს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გააყალბება სურს.