აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური მას რუსეთში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით დაწვრილებით ინფორმაციას აწვდიდა და ამ საკითხზე zoom-ის ფორმატში მოკავშირეებთან შეხვედრაც შედგა.
„ჩვენ განვაცხადეთ, რომ არ პროცესში ჩართულნი არ ვიყავით. ამ ამბავთან საერთო არაფერი გვაქვს. ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ გააგრძელებს, როგორც ამ მოვლენების, ასევე რუსეთისა და უკრაინისთვის მათი შედეგების შეფასებას, თუმცა საბოლოო დასკვნების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოიტანს ეს ყველაფერი, ჯერ ნაადრევია.
ჯო ბაიდენის თქმით, ამ საკითხზე მას ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკისთან.