ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის მიერ მიღებულ აჯანყების შეწყვეტის გადაწყვეტილებასა და რუსეთში მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო ლიდერები აფასებენ. საკითხს ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთში განვითარებული პროცესები აჩვენებს, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრით დიდი შეცდომა დაუშვა. როგორია ვითარება რუსეთში და რა ახალი ინფორმაციები ვრცელდება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.