ვაკის პარკის საქმე დასკვნით ეტაპზეა . როგორც საქმის პროკურორი აცხადებს, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. არჩილ ტყეშელაშვილი განმარტავს, რომ დაცვის მხარის პოზიცია, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში სასამართლოზე ჟღერდებოდა, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე არსებულ მტკიცებულებებთან. საპირისპირო პოზიცია აქვს დაცვის მხარეს. გრინ სერვის პლუსის დირექტორის ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა საქმეზე ამომწურავი და სრულყოფილი პასუხები არ გაცემულიყო.